ყურადღებით შეამოწმეთ საკალიზაციო, სავენტილაცი, და სხვა კომუნიკაციების განლაგება ახალ აშენებულ კორპუსრბში. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს კორპუსების დაგეგმარების დროს ძალიან ზედაპირულად არის ეს საკითხი გადაწყვეტილი და ბინის დაგეგმარების დროს ბევრ თავსატეხს გვიჩენს. როდესაც კლიენტი გვაწვდის მენაშენის მიერ მიწოდებულ ბინის სტანდარტული დაგეგმარების ნახაზებს, რამოდენიმე ხშირადგანმეორებად ხარვეზებს ვაწყდებით :
1. პროექტით გათვალისწინებული არის სამზარეულო მაგრამ არ არის გათვლილი არც კანალიზაცია და არც ვენტილაცია,
2. დაპროექტებულია ორი სააბაზანო გვერდიგვერდ და ერთი შახტა აქვთ-არამომიჯნავე( მოშორებით მდებარე სანკვაძის გასანიავებლად საჭიროა დამატებითი ღონისძიებების გატარება)
კიდევ დაპროექტებულია ორი სააბაზანო გვერდიგვერდ და ერთი შახტა აქვთ-არამომიჯნავე( მოშორებით მდებარე სანკვაძის გასანიავებლად საჭიროა დამატებითი ღონისძიებების გატარება)
3. სანკვანძის განთავსების ადგილას სადაც ტუალეტიც უნდა გონთავსდეს ცენტრალურ საკანალიზაციო მილს 50 -იანი მიმღები უყენია (100-ის ნაცვლად).
ამიტომ აუცილებლად გადაამოწმეთ კანალიზაციის და სხვა საინჟინრო კომუნიკაციის ბინში შეყვანის ადგილები, ამან შეიძლება აგარიდოთ თავიდან ზედმეტი ხარჯები და უსიამოვნო სიურპრიზები.