ეს თემა ალბათ ბევრ აწუხებს და ბევრი ნერვიულობა და ჯაფა გექნებათ გადატანილი. მე ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებ.
ჩემის აზრით პირველ რიგში უნდა განსზღვროთ, რა შედეგის მიღება გსურთ, რა რესურსების გაქვთ საამისოდ და ვადებში უნდა გააკეთოთ ეს ყოველივე. როდესაც ამ 3 ძირითად ფაქტორს განსაზღვრავთ, მოიძიეთ თავისუფალი ხელოსნები გაიკითხეთ ფასები, განფასება გააკეთებინეთ რამოდენიმე ხელოსანს. ყოველთვის შესაფასებლად ობიექზე უნდა მოვიდეს და ადგილზე უნდა შეაფასო სამუშაოს სირთულე, მხოლოდ ტელეფონით ძნელია შესასრულებელის სამუშაოს ზუსტი სურათის აღწერა, ამან შეიძლება გამოიწვიოს გაუგებრობა. თუ რემონტს თქვენი ძალებით აპირებთ დაგჭირდებათ ვიდეოტუტორიელების ყურება ინტერნეტში, ხელსაწყოების და მასალების ყიდვა, ოღონდ კარგათ გათვალეთ უფორ იაფი ხომ არ დაგიჯდებათ სპეციალისტს მიანდოთ ეს საქმე? ასევე იფიქრეთ ისეთ ხარჯებზე და დისკომფრტზე როგორიც არის მასალის ბინაში ატანა,თუ მაღალ სართულზე გაქვთ ბინა მუშაც დაგჭირდებათ ალბათ, ასევე სამშენებლო ნაგვის გატანა...
თუ დარწმუნებული ხართ თქვენს შესაძლებლობებში და უნდარებში ყველაფერი გამოგივათ, თუ არა და მოძებნეთ ადამიანი ვისაც ჩააბარებთ ამ საქმეს, თქვენ კი თქვენს საქმეებს მიხედეთ და პერიოდულად აკონტრეოლეთ რემონტის მსვლელობა რომ ვადები ძალიან არ გაგეწელოთ.