სამსახურის მოძებნა არ არის მარტივი, მეც როდესღეაც თქვენსავით თავს ვიტეხავდი, cv - შედგენაზე, გასაუბრებისთვის მომზადებაზე, პორტფოლიოს დამუშავებაზე. ეს ყოველივე დაბრკოლებათა ბილიკს გავს როდესაც არ გაქვს სამუშაო გამოცდილება. დღეს დამსაქმებლის პოზიციიდან მსურს რამოდენიმე რჩევა მოგცეთ იმისთვის რომ მეტი შანსი მოგეცეთ სასურველი პოსტის მოსაძებნად.
პორტფოლიო! პირველ რიგში პორტფოლიოს შექმნაზე იმუშავეთ, რაღაცა მაინც გექნებათ გაკეთებული: საკურსო ნახაზი, ნახატი, ჩანახატი, საკონკურსო პროექტი, მეგობრისთვის შესრულებული პატარა საქმე, გამოქვეყნებული პუბლიკაცია, პოსტი გრაფიკული ნამუშევრები... აქედან გამოამდინარე ყველაფერი რასაც ამიერიდან გააკეთებს ჩათვალეთ რომ თქვენს პორტფოლიოში ახალი გევრდში იუნდა აისახოს და ეს უნდა იყოს თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმზე შესრულებული.
კიდევ პორტფოლიო! პორტფოელიო უნდა იყოს მიწოდებული .pdf ფორმატში გრაფიკულად გაფორმებული ალბომის სახით, წინაამღდეგ შემთხვევაში თქვენი შრომა წყალში ჩაიყრება, ცალკე გაგზავნილ სურათებს, ან დრაიზვე ატვირთული ნამუშევრების გადმოწერას არავინ დაიწყებს, არავის აქვს ამის დრო.
CV- შედგენისას პირველ პლანზე წამოწიეთ თქვენი პიროვნუნლი და პროეფეიული თვისებები, მერე სამუშაო გამოცდილება, განათლება, და ა.შ. დამსაქმებელს პირველ რიგში აინტერესებს რისი გაკეთება შეგიძლიათ და მერე საიდან და როგორ მიიღეთ გამოცდილება და ცოდენა იმისა გასაკეთებლად რაც ყველაზე უკეთ გამოგდით.
სამოტივაციო წერილი- აუცილებელი 2-3 აბზაცში აღწროთ თქვენი კანდიდატურის შესახებ, რა მოტივები გამოძრავებთ კომპანიაში მოსახვედრათ თუ კონკრეტულ ფირმას უმიზნებთ, ან ზოგადი სახის წერილი რომელიც შეიძლება სპონტანურად დაუგზავნოთ ყველა კომპანიას რომლის ელფოსტასაც მოძებნით.
მეილის გაგზავნის დროს სათაურში მიუთითეთ დამსაქმებელის მიერ მოთხოვნილი ტექსტი მაგ : "კანდიდატურა მხაზველის პოზიციაზე", უმეტეს შემთხვევაში მეილები იფილტრება სათაურის მიხედვით . თუ ამ მოთხოვნას არ დაიცავთ შეიძლება სპამში წავიდეს თქვენი მეილი ან საერთოდ წაუკითხავი დარჩეს ასობით წერილს შორის რომელის ყოველღიურად მოდის საფოსტო ყოთში.
თუ ეს თემა საინტერესოა, დატოვეთ კომენტარები და გააზიარეთ. რაც მთავარია დაიწყეთ საკუთარ პორტფოლიოზე მუშოაბა და ყველა საქმე რომელსაც თქვენ უმნიშვნელოდ თვლით, ჩათვალეთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია.
წარმატებები