ფასი შეთანხმებით
წინასაპროექტო მოკვლევა აუცილებელი ეტაპია ვიდრე არქიტექტორი დაიწყებს პროექტირებას. მოკვლევის დროს დგინდება საპრეოქტო მიწის ნაკვეთის ქალაქგეგმარებითი პარამეტრები, ძირითადი მოცულობითი, ადმინისტრაციული და ეკონომიკური მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ზოგადი გეოლოგიური დასკვნა მშენებლობის მიზანშეწონილობაზე. ეს ძალიან მნიშვნელობანი ეტაპია რადგან ამ ეტაპზევე შეიძლება დადგინდეს ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, რამელთა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში თქვენ შეიძლება ნახოთ მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი, ან თავიდანვე განსაზღვროთ პროექტის რეალიზაციის სტრატეგია და უკეთ მართოთ თქვენი რისკები.
7-15 ლარი
ესკიზური პროექტი არის პრექტირების პირველი ეტაპი რომელიც განსაზღვრავს ძირითად ესთეტიურ, ფუნქციონალურ და მოცულობით პარამეტრებს. მის შემუშავებამდე დამკვეთი არქიტექტორთან კონსულტაციით აყალიბებს საპროექტო დავალებას. საპროექტო დავალებაზე დაყრდნობით შემუშავდება ესკიზური პროექტი.
10-15 ლარი
პროექტი წარმოაგდენს არქიტექტურულ და კონსტრუქციულ -საინჟინრო გადაწყვეტილების ჩამოყალიბებულ პრეოქტს. პრექტის ბაზაზე შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად საქმის წარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებში. ყურადსაღებია ის ასფექტი რომ მშენებლობის საწარმოებლად და სრულფასოვანი ხარჯთაღრიცხვის შესადგენად პროექტის შემდგომი დამუშავება არის საჭირო.
10-15 ლარი
დეტალური პროექტი - არის პრეოქტირების ფაზა რომლის ფარგლებში ხდება პროექტის ყველა ნაწილის დეტალური შესწავლა დამუშავება. დეტალური პროექტი მოიცავს გეგმების, ფასადების,ჭრილების დამუშავებას 1:50 -იან მასშტაბში, ანუ უფრო დეტალურ შესწავლა დამუშავებას ვიდრე ეს პროექტის ფაზაზე ხდება. ასევე დეტალური პროექტის შემუშავებისას გამოიხაზება დეტალები, კვანძები, სპეციფიური სქემების 1:20, 1:10 მასშტაბში, მომიჯნავე საინჟინრო პროექტების კოორდინაციიას. დეტალური პროექტის მომზადება საჭიროა კვალიფიციური სამშენებლო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის, რომლის საფუძველზე მშენებელ-ინჯინერი გამართულად შეძლებს სამშენებლო სამუშაოების მოცულობის და სირთულის განსაზღვრას და მშენებლობის ეფექტურ ორგანიზებას.